28, ივლისი 2018 20:07:00
ნულოვანი ტუბერკულოზი - აჭარაში ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულოზის, შიდცის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს. სიახლე ითვალისწინებს ინოვაციურ, პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომებს. ადგილობრივ დონეზე ჩართული იქნებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები. პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები დღეს დაიწყო და 2 აგვისტომდე გაგრძელდება.